ეფრემოვკის საჯარო სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღეს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა 
26-03-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, მასწავლებელ ვ. ლევონიანის ხელმძღვანელობით, π რიცხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

გაკვეთილის მიზანი, π რიცხვის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება იყო. მოსწავლეებმა გაკვეთილზე შემდეგი თემები წარადგინეს:

  • რიცხვის π საჭიროება და მისი გამოყენება მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას;
  • რიცხვი π ყოველდღიურ ცხოვრებაში;
  • გაეცანით რიცხვს π სხვა პერსპექტივიდან.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

მსგავსი გაკვეთილები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდასა და მოტივაციის ამაღლებას  უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203