ფოთის N7 სკოლის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს
26-03-2024

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები და ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, მოსწავლეებმა წყლის რესურსების საერთაშორისო დღე საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიებას, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სხვა დატვირთვაც ჰქონდა - სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

სწორედ ამიტომ, აქტივობაში ჩართული იყვნენ ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობისა და ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეები.

გარდა საინტერესო პრეზენტაციებისა, საგნებში: ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია, ღონისძიება მოიცავდა მცირე ექსპერიმენტს, კვლევასა და წყლის ყოველდღიურობასთან ურთიერთობისას გასათვალისწინებელ საინტერესო ინფორმაციებს.

მოსწავლეებმა ამ დღეს საჭირო ცოდნა, ინფორმაცია და გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლები.

1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, წყლის რესურსების საერთაშორისო დღე მსოფლიოში სხვადასხვა თემატიკით აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანი უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203