
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ მოსწავლეებს მათ ინტერესებსა და სურვილებს მორგებული სასწავლო პროცესი შესთავაზონ და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართონ.
ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს, რომლის თემაც - „პირობითი ნიშნები“, გახლდათ.
მოსწავლეებისთვის სამუშაო პროცესი საკმაოდ საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი იყო, ისინი დიდი მონდომებით მუშაობდნენ დავალებაზე და ცდილობდნენ თავიანთი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენას.
აღსანიშნავია, გაკვეთილს მასწავლებელი მარიამ მაკარიანი ხელმძღვაენლობდა.
იხილეთ ფოტოები: