„ჩემთვის ცნობილი და საყვარელი ევროპელი ავტორები“ - ლიტერატურული ღონისძიება დიდი დმანისის საჯარო სკოლაში
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება - „ჩემთვის ცნობილი და საყვარელი ევროპელი ავტორები“.
ღონისძიებაზე V-X კლასების მოსწავლეებმა მათთვის საყვარელი ევროპელი ავტორების შემოქმედება ხმამაღლა წაიკითხეს და სასკოლო საზოგადოებას თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
მოსწავლეებისთვის ღონისძიება ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი, დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით აღსავსე აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო: