
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები გაიმართა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნახატები და თვალსაჩინოებები შექმნეს. ქვაზე გუაშებით, სიმბოლურად, მოხატეს წინდები და საზოგადოებას ტოლერანტობისკენ მოუწოდეს.
მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მისი დაარსების ისტორიას გაეცნენ და ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ პრაქტიკულ სამუშაოში.
იხილეთ ფოტოები: