სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
26-03-2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა კონფერენციასა და საგანმანათლებლო აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მე-12 კლასის მოსწავლეები: ემილ კაზიმოვი, ვუსალ ვალიევი პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილის ორგანიზებით მიწვეულნი იყვნენ კონფერენციაზე, რომლის თემა გახლდათ „არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში“.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ანა კვიჟინაძე, ხოლო ორგანიზატორი პედაგოგები: ნინო სამხარაული, ნინო ნატროშვილი, ქეთევან ქიტესაშვილი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონფერენციაზე მონაწილეობის მიღება, პრეზენტაციის წარდგენა გულისხმობდა მოსწავლეთა თვითაქტუალიზაციას. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია მაღალ დონეზე იყო ორგანიზებილი, ის ორ ეტაპად იყოფოდა, პირველი ეტაპის შემდეგ გამოცხადდა შესვენება, მასპინძლები სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით, ამავე დროს სხვადასხვა სკოლის ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცნოთ ერთმანეთი.

სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს პრეზენტაცია და 16 სკოლის წარმომადგენლებს შორის დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს. კონფერენციის ბოლოს  პრეზენტაციის წარმდგენ პედაგოგებს და მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატი.

ეს დღე ერთ-ერთი არაჩვეულებრივი დღე იყო სასკოლო ცხოვრებაში.

„მოსწავლეებმა მიიღეს გამოცდილება, გაიზიარეს მრავალი საპროექტო იდეა, რომელსაც ხორცს შეასხამენ, განახორციელებენ, აიმაღლებენ ცნობიერებას და სხვა ბავშვებსაც ჩართავენ, დაეხმარებიან მათ შესაძლებლობის განვითარებაში. ასევე ასეთი კონფერენცია იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ბავშვებს ლიდერობის უნარ-ჩვევები უყალიდებათ, ეჩვევიან დიდ აუდიტორიის წინაშე გამოსვლას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას, რაც დაეხმარებათ შემდგომ ცხოვრებაში სირთულეებთან გასამკლავებლად, თავის დასამკვიდრებლად, პრობლემების გადასაჭრელად, იქნებიან აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წევრები, სიკეთეს მოუტანენ თემს, სკოლას, ქვეყანას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203