ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლის V-VI კლასების მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილზე შეისწავლეს ჩრდილების თეატრის ისტორია, შემდგომ კი დადგეს სპექტაკლი „წითელქუდა“. სპექტაკლი მათ II, III და IV კლასების მოსწავლეებს წარუდგინეს, სადაც სამსახიობო ოსტატობა შესანიშნავად გამოავლინეს.
აქტივობაში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. ბავშვებმა თავიანთი შემოქმედებითობით დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: