ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით განათლებასა და ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, 23 მარტს „დედამიწის საათი“ აღინიშნა, რომლის მიზანია მოსწავლეთათვის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
მოსწავლეებმა, კლასში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. მათ მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს, საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.
„დედამიწის საათი“ ერთიანობის და იმედის სიმბოლოა. ის კლიმატის ცვლილების და ბუნების კარგვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ გამოწვევების წინააღმდეგ ადამიანების გაერთიანებას ისახავს მიზნად.
იხილეთ ფოტოები: