მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
26-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა შემოქმედებითი სახის ღონისძიება იმართება, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.

მათ შორის იყო გაზაფხულის 1-ელი დღესასწაულის - დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ხელმძღვანელობდა მშობლიური ენის მასწავლებელი მანუშაკ ადამიანი.  

ღონისძიებაზე ბავშვებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203