
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „დედამიწის საათი“ საინტერესო აქტივობით აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა პოსტერები დაამზადეს და საზოგადოებას აქციაში ჩასართავად მოუწოდეს.
მოსწავლეები ამ დღის არსსა და მნიშვნელობას გაეცნენ, ისაუბრეს გარემოსდაცვით საკითხებზე და აღნიშნეს, თუ რამდენად აუცილებელია იზრუნონ დედამიწაზე და დაზოგონ ენერგორესურსები.
მეექვსე კლასის ხელმძღვანელი ლია დეკანაძე გახლავთ.
ცნობისთვის, ყოველი წლის მარტის ბოლო შაბათს სამყარო დედამიწის საათს აღნიშნავს, ამ დღეს ადგილობრივი დროით 20:30 საათზე, ადამიანები სინათლეს აქრობენ 1 საათის განმავლობაში და ამით გამოხატავენ მხარდაჭერას პლანეტის უსაფრთხო მომავლისათვის.
იხილეთ ფოტოები: