მუხრანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნატახტრის დედათა მონასტერს ესტუმრნენ
26-03-2024

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები და მოხალისეები ნატახტრის დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ. 

გასვლითი ღონისძიება სკოლაში მიმდინარე მოსწავლეთა თვითმმართველობის და სამოქალაქო განათლების კლუბ „ბურის“ ინიცირებული კვირეულის - „ მე მოხალისე ვარ, გახდი შენც" ფარგლებში გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილმა ვიზიტმა, დედათა მონასტერში მოღვაწე დედების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. აქტიური მოხალისეები დახმარების მიზნით ეწვივნენ ტაძარს და დედაოებს ნაკვეთში მოთიბული ბალახის, წალამის, ქვების შეგროვებასა და სათანადო ადგილზე გადატანაში დაეხმარნენ.

აღსანიშნავია, რომ მოხალისეებთან ერთად დედაოებთან სტუმრად პედაგოგები ნინო დოლიშვილი და ელდარ ხარაზიშვილიც იმყოფებოდნენ.

ბოლოს კი, მადლიერმა მასპინძლებმა სტუმრები ტრაპეზზე მიიწვიეს და საჩუქრად ხატები და სამაჯურები გადასცეს.

„მადლობა მოხალისეობის კვირეულში აქტიურად ჩართულ ყველა მოსწავლეს ინიციატივისა და გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203