„ქვის ხანიდან შუა საუკუნეებამდე“- ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მასწავლებელმა ქობულეთის მუზეუმში საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩაატარა
26-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა სულხან შაქარიშვილმა, მოსწავლეებს საინტერესო პროექტ-გაკვეთილი - „ქვის ხანიდან შუა საუკუნეებამდე“, წარუდგინა. 

პედაგოგმა გაკვეთილი 20 მარტს, ქობულეთის მუზეუმში ჩაატარა და მასში მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა შეაჯამეს მათ მიერ დაგროვებული ცოდნა, მუზეუმში მიღებული ინფორმაციით და იქ არსებულ ექსპონატებზე დაკვირვებით უფრო მეტად გაეცნენ ქვის, ბრინჯაოსა და ანტიკურ ხანებს. 

დღე შემეცნებითთან ერთად ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა - ყოველივე ამაზე თავად პედაგოგი საუბრობს: 

„ჩვენი დღე მუზეუმში დაიწყო სახალისო თამაშით, ბავშვებმა „ჯადოსნური ყუთებიდან“, ამოიღეს სიტყვები და შეძლეს მათი განმარტებებისა და თარიღების მიხედვით დაწყვილება. შემდეგ ეტაპზე წარმოგვიდგინეს მათ მიერ გაკეთებული პრეზენტაციები და გვაჩვენეს თუ რა ცოდნა აქვთ წინამდებარე საკითხებზე.

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ერთი ოთახიდან მეორე ოთახში გასასვლელად მოსწავლეებს მოუწიათ პასუხის გაცემა ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე, სწორი პასუხის შემთხევაში ისინი არქეოლოგიური ოთახიდან ეთნოგრაფიულ ოთახში გასასვლელ ბარათებს იღებდნენ. ბოლოს კი იქვე დაწერეს მცირე ესე სადაც მოახერხენ და ფანტაზიით დაბრუნდნენ მათთვის საინტერესო ისტორიულ პერიოდში“. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203