
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პოეზიის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა შემოქმედებითი სახის ღონისძიება აქტიურად იმართება.
ამჯერად, სკოლაში, პოეზიის საერთაშორისო დღისამი მიძღვნილი ღონისძიება „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ ჩატარდა, რომელშიც II, III, V, VI, VII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მოსწავლეთა შემოქმედებითობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებას სკოლის დირექტორის მოადგილე ფ. ჭილაშვილი ხელმძღვანელობდა.
ეს დღე ძალიან საინტერესო, ემოციური და შთამბეჭდავი იყო.
21 მარტს პოეზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც დაფუძნდა იუნესკოს ოცდამეათე სესიაზე, პარიზში, 1999 წელს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: