„დავამსხვრიოთ სტერეოტიპები“ - დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
27-03-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ქრისტინე ჭაბუკიანმა გამართა საინტერესო პრეზენტაცია დაუნის სინდრომის მქონე წარმატებული ადამიანების შესახებ.

მოსწავლეები გაეცნენ სინდრომის მახასიათებლებს და გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

მოსწავლეებმა გააჟღერეს გზავნილები - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ და „დავამსხვრიოთ სტერეოტიპები“. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203