„ჩემი წარმატების საიდუმლო“ - ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი და სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა
26-03-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობაში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განახორციელეს პროექტი „ჩემი წარმატების საიდუმლო“, რომლიც ეხებოდა პროფესიების პოპულარიზაციას.

პროექტის ფარგლებში, ისინი ამბროლაურში პროფესიულ სასწავლებელ „ერქვანს“ ესტუმრნენ, სადაც მოსწავლეებმა გაიგეს ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის შესახებ.

ბავშვები აგრეთვე იყვნენ საწარმო „გეო-ფლაუერში“, სადაც ნახეს თუ როგორ მზადდება სხვადასხვა ხილისგან ბიო ჩაი.

ეს დღე მათთვის საინტერესო, შემეცნებითი და ინფორმაციული იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203