„და სამეგობროდ მომზადებულსა გაზაფხულს ხელში უპყრია ქნარი“ - მრავალფეროვანი ღონისძიება დეხვირის საჯარო სკოლაში
26-03-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები არაერთ შემოქმედებით ღონისძიებაში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, საგაზაფხულო ღონისძიება „და სამეგობროდ მომზადებულსა გაზაფხულს ხელში უპყრია ქნარი“ გაიმართა.

სკოლამ უმასპინძლა ნასპერის საჯარო სკოლის მხატვრული კითხვის დიდოსტატს, ლევან ხვადაგიანს, მეგობრებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად.

სტუმარმა სასკოლო საზოგადოებას, როგორც აღნიშნავენ, რამდენიმე ლექსი შთამბეჭდავად და დასამახსოვრებლად წაუკითხა.

„მან ჩვენს გულებში კი დიდი სიყვარული და სიმპატია ჩაღვარა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაზე ასევე მიწვეული იყო - ლეჩხუმის მასწავლებელთა სახლის ხელმძღვანელი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, იზოლდა ხვადაგიანი.

„ის ჩვენთან უანგაროდ თანამშრომლობს და თავის ცოდნას გადასცემს მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

ღონისძიება მრავალფეროვანი შემოქმედებითი, შემეცნებითი და სპორტული აქტივობებით იყო დატვირთული.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებმაც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს სასკოლო საზოგადოებას ტურფა გაზაფხულის შემობრძანება.

ეს დღე ძალიან საინტერესო, სახალისო, პოზიტივითა და სიყვარულით სავსე იყო.

თითოეულ სტუმარს სკოლაში მიბრძანებისთვის მადლობას უხდიან.

„მადლობა მობრძანებულ სტუმრებს მხარდაჭერისთვის, მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის! 

ორ სკოლას შორის გაიდო მეგობრობის ხიდი „მეგობრობა გზად და ხიდად“, - ამბობენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203