„გული სიამაყით გვაქვს სავსე“- დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებას მიაღწია
26-03-2024
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევს.
ინტელექტუალური კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფარგლებში, ქარელის სასულიერო სკოლამ დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის გუნდს უმასპინძლა.
გუნდის წევრებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, შედეგად კი ნახევარფინალში გადავიდნენ. სკოლაში ამ ფაქტით ამაყობენ, სასკოლო საზოგადოება პედაგოგსა და მის მოსწავლეებს ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„გული სიამაყით გვაქვს სავსე. ჩვენმა სკოლამ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ვულოცავთ გამარჯვებას ვალერი მასწავლებელსა და ბავშვებს. ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თიანეთის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლ „აონს“ ჩვენი სკოლის გულშემატკივრობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს