დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლამ სპორტულ შეჯიბრებაში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა
26-03-2024
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს, სასკოლო საზოგადოება კი არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში ერთვება.

23 მარტს, კონკურსის - „2023/2024 სასწავლო წლის თიანეთის საუკეთესო სასკოლო საზოგადოება“ ფარგლებში, დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლა თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის N1 საჯარო სკოლას ესტუმრა. 

მასპინძელ სკოლაში სპორტული შეჯიბრება გაიმართა, მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმენეთს მეტად დაუახლოვდნენ. 

აღნიშნულ სპორტულ შეჯიბრებაში დამსახურებული გამარჯვება დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლამ მოიპოვა.

სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის ამ კონკურსში მონაწილე სკოლის მასწავლებლებს, მშობლებს, მოსწავლეებს და ყველა გულშემატკივარს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203