„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“- კლდეეთის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
26-03-2024
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მამოტივირებელი, შემოქმედებითი და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში თემატური ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მათ ამ დღის მნიშვნელობასა და ზოგადად, დაუნის სინდრომზე ისაუბრეს. გარდა ამისა, ნამუშევარი მოამზადეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

სკოლაში შემდეგი გზავნილი გააჟღერეს: ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს! ნუ დაითვლი შენც!

„იმ ადამიანების დღეა, რომლებიც სიყვარულს, ბედნიერებას და სითბოს აფრქვევენ. ეს „მზის შვილების“ დღეა“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203