„მადლობა, ლამაზად მოლოცვისთვის“ -ნინიგორის საჯარო სკოლის პედაგოგებს გაზაფხულის დღესასწაულები გაულამაზეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, მოსწავლეთა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები მუშაობენ.
ისინი სასკოლო საქმიანობაში უდიდეს ენერგიას დებენ. მათი ხელმძღვანელობით კი, მოსწავლეები არაერთ წარმატებას აღწევენ. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც საზოგადოება მათ შრომას ხედავს და აფასებს.
მანდილოსან მასწავლებლებს ქალთა დღე - 8 მარტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ და მერმა - ჯონდო მდივნიშვილმა მიულოცეს. პედაგოგებს მისალოცი ბარათები და ყვავილები გადაეცათ.
„მადლობას ვუხდით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას და ბატონ ჯონდო მდივნიშვილს, 8 მარტის ლამაზად მოლოცვისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: