უჩმანის საჯარო სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
26-03-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
სასწავლო წლის განმავლობაში კი, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. ამჯერად, სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით კი, მათემატიკაში თემატური ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ამომწურავად ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა გაიღრმავეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ტკბილეულიც ჰქონდათ.