ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლაში გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, სასკოლო ღონისძიება -„გაზაფხულის შემობრძანება“ გაიმართა. მასში პირველი კლასის მოსწავლეებიც ჩაერთნენ. ისინი მაყურებლის წინაშე 10 წუთიანი სანახაობით წარდგნენ.
პატარა მოსწავლეებმა თავიანთი გამოსვლით დედებსა და დამსწრე სტუმრებს გაზაფხულის შემობრძანება მოილოცეს. მათ ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საყვარელი ადამიანების გახარება შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ფილოლოგი თეა კახნიაშვილი ხელმძღვანელობდა.
„როგორც უფროსებისათვის, ასევე პატარებისთვის ლამაზი და სასიამოვნო ღონისძიება იყო“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: