უჩმანის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შემეცნებითი ღონისძიება მიეძღვნა
25-03-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე იმსჯელეს, მოიძიეს ინფორმაცია, როდის, სად და ვისი ინიციატივით დაარსდა ეს დღე და სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს.

მოსწავლეებმა სიმბოლურად შექმნეს პლაკატი და საკლასო ოთახში განათავსეს. 

ცნობისთვის, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203