სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი - „კუკარაჩა“ გაითამაშეს
25-03-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მათი მონაწილეობით საინტერესო ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეებმა სპექტაკლი - „კუკარაჩა“ გაითამაშეს. მათ სამსახიობო ოსტატობა ბრწყინვალედ გამოავლინეს - თითოეული პერსონაჟის როლი შესანიშნავად მოირგეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

მოსწავლეთა შემოქმედებითობამ იქ მყოფ თითოეულ ადამიანზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203