აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში თოჯინური სპექტაკლი გაიმართა. შერჩეული ზღაპარი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ იყო. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი ინგლისურ ენაზე წარიმართა. მასში მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, სცენაზე ზღაპარი - „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ გააცოცხლეს და მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
წარმოდგენას ინგლისური ენის პედაგოგი ქრისტინე ყურაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეთა განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავს.
იხილეთ ფოტო: