როგორ ჩაიარა ევროპის დღეებმა ჩხორიის საჯარო სკოლაში
29-05-2018
ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში ევროპის დღეების კვირეული ჩატარდა.
პროგრამას ასოციაცია „ათინათი“ USAID-ის დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
ევროპის დღეების კვირეული თემაზე: „ევროპა და საქართველო“ გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა საუბრები ევროპისა და საქართველოს ურთიერთობაზე, როგორც თანამედროვე პირობებში, ასევე წარსულში. მოეწყო ესეების კონკურსი, ნახატების გამოფენა, გამოიცა კედლის გაზეთის სპეციალური ნომერი, მოეწყო სპორტული შეჯიბრებები, ასფალტზე ხატვა.
მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები, რომელიც გაავრცელეს თემში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს