„მსოფლიო ქვეყნები სახელმწიფო წყობის მიხედვით“- გურძემის საჯარო სკოლაში ვიქტორინა გაიმართა
26-03-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ამჯერად, სკოლაში სამოქალაქო კლუბის მუშაობის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა და სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელის - კახა ჯგერენაიას ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით, სკოლის დირექციის დახმარებითა და მხარდაჭერით ვიქტორინა - „მსოფლიო ქვეყნები სახელმწიფო წყობის მიხედვით“, ჩატარდა. მასში VII, VIII,  IX,  X და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ვიქტორინა საინტერესოდ წარიმართა, მისი გამარჯვებული XI კლასის მოსწავლე ლაშა ჯგერენაია გახდა. გარდა ამისა, სხვა გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ, ისინი სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ვიქტორინამ მშობლებისა და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203