სავანეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ნიჰათ თომაევმა საჭადრაკო ტურნირში წარმატებით იასპარეზა
25-03-2024
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი, აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და არაერთ აქტივობაში ერთვებიან.
ერთ-ერთი მათგანია მე-3 კლასის მოსწავლე ნიჰათ თომაევი. ის ბოლნისის საჭადრაკო სკოლა - „ნანას“ მიერ გამართულ, დედის დღისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილობდა. მან შესაძლებლობები გამოავლინა და ღირსეულად იასპარეზა. შედეგად კი, 10-წლამდელებში II ადგილი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეები ერთმანეთს ხუთ ასაკობრივ ჯგუფში ეჯიბრებოდნენ.
სავანეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები და დირექტორი - ინგა მიქელაძე მადლობას უხდიან ნიჰათს, ასეთი აქტიურობისთვის და უამრავ წარმატებას უსურვებენ მას.