გორელოვკის N3 სკოლის II კლასის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული. ამჯერად, სკოლაში წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა II კლასში განხორციელდა. პატარა მოსწავლეებმა თავდაპირველად წყლისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. მათ შესაბამაისი ინფორმაცია მასწავლებელმაც მიაწოდა. შემდეგ კი, მეორეკლასელებმა ნამუშევრები დაამზადეს და საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს.
აქტივობაში თითოეული მათგანი დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთო.
„ამ დღის აღნიშვნის მიზანი უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გლობალური წყლის კრიზისის დასაძლევად მოქმედება აუცილებელია“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: