მეორე სვირის N1 სკოლის პატარა ძიუდოისტმა - ნოდარ ჯუღელმა თურქეთში გამართულ ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა
25-03-2024

აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლა სიამაყით გვაცნობს პატარა წარმატებულ სპორტსმენს ნოდარ ჯუღელს

8 ოქროს, 6 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, პატარა ძიუდოისტმა, 23 მარტს წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო შეჯიბრებაზე 2012-2013 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის. 

შეჯიბრი თურქეთში გაიმართა, სადაც 4 ქვეყანა მონაწილეობდა. მოსწავლე რიგით მე-9 ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

მოსწავლეს სკოლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და მას წინსვლას უსურვებენ. 

„მომავალ ძიუდოისტს წარმატებებს ვუსურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203