ვანზომლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ძვირფასი საჩუარი დედებს
25-03-2024
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლის მზრუნველი პედაგოგები მოსწავლეებს სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან. 

ამ ლამაზი გრძნობების გამოსახატავად კი დედის დღე საუკეთესო დროა.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით, დაამზადეს მისალოცი ბარათები და შეკრეს თაიგულები.

მოსწავლეებმა დედებს თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს დღესასწაული და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

აღსანიშნავია, რომ ვანზომლეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203