მათემატიკური დღესასწაული უჯარმის საჯარო სკოლაში
25-03-2024
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ახლახან, სკოლაში განხორციელდა საინტერესო პროექტი, რომელიც14 მარტს, მათემატიკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასკვნითი ღონისძიებით დაგვირგვინდა. მოსწავლეები 1 თვის განმავლობაში პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. პროექტი მოიცავდა ინფორმაციის მოძიებას პი რიცხვზე, პრეზენტაციების მომზადებას გამოჩენილ ქართველ მათემატიკოსებზე, კედლის გაზეთების გამოშვებას უცხოელ მათემატიკოსებზე, ბრძნულ გამონათქვამეს მათემატიკაზე და ასევე სხვადასხვა მათემატიკური ფიგურების შექმნას.

პროექტმა სკოლის სამივე საფეხური მოიცვა. მისი მიზანი შემდეგი იყო: მოტივაციის ამაღლება მათემატიკის სწავლებისადმი, პი რიცხვის ცნობადობის გაზრდა, ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარის გაუმჯობესება, საპრეზენტაციო უნარების განვითარება და თანამშრომლობითი კულტურის ამაღლება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203