ქოსალარის საჯარო სკოლაში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა
25-03-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. იმართება არაერთი ღონისძიება, რაც მოსწავლეთა ცოდნის, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
ახლახან, მოსწავლეებმა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით კი, თეატრალური წარმოდგენები გამართეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
სკოლის დირექტორმა ეს დღე ყველას მიულოცა, ნოვრუზ ბაირამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ რატომ აღნიშნავენ ამ დღეს და რა დატვირთვა აქვს მას. დირექტორმა ყველას ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.