
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს რომელთა მიღწევებს დირექცია სასკოლო საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
მათ შორის არის ნორჩი ძიუდოისტი ლუკა სხილაძე, რომელმაც ძიუდოში, თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ ღია ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. ლუკა სხილაძე ბრინჯაოს მედლით დაუბრუნდება სამშობლოს.
„ლუკასთვის საზღვრებს გარეთ გამართული პირველი შეხვედრა გახლდათ და განსაკუთრებით სასიხარულო და მოტივატორია მიღწეული წარმატება. სრულიად სასკოლო საზოგადოება ქომაგობდა ლუკას და ამაყობს მისით“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წარმატება ყოველთვის მხარდაჭერილი და წახალისებულია.
იხილეთ ფოტოები: