ქუთაისის N36 სკოლის მოსწავლეთა დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი ფლეშმობი და სხვა საინტერესო აქტივობები
25-03-2024
ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. ამასთან დაკავშირებით, არაერთი საინტერესო აქტივობა დაიგეგმა. მოეწყო ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები, პრეზენტაციები, ფლეშმობი. გარდა ამისა, მომზადდა დისკუსია თემაზე - „სტერეოტიპები, მითი და რეალობა“.

დისკუსიის მოდერატორები სკოლის სპეციალური მასწავლებლები იყვნენ. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„თითოეული აქტივობა მიზნად ისახავდა საზოგადოების აქტიურობის გაზრდასა და მსჯელობის ინიცირებას საკითხებზე: თუ რა სახის გამოწვევების წინაშე დგანან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მათი ოჯახები. რა იცის საზოგადოებამ, რა გავრცელებული მითები და სტერეოტიპები შეინიშნება და როგორია რეალობა, რა არის შესაცვლელი და როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ის. ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203