გურკელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსოფლიოს 7 საოცრების შესახებ კედლის გაზეთი დაამზადეს
25-03-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლაში ისტორიის წრის შეხვედრა ჩატარდა, რომლის თემაც იყო „მსოფლიოს 7 საოცრება“. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა თემატური ინფორმაცია მოიძიეს, საინტერესო მასალები მოაგროვეს, შეისწავლეს, შემდეგ კი, კედლის გაზეთის სახით წარადგინეს.
აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს