თხილნარის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები საზეიმოდ აღინიშნა 
25-03-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც გაზაფხულის მობრძანება და დედის დღე დარჩენილა. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საყვარელ დედებს მიულოცეს, რითაც ძალიან გაახარეს.

სკოლაში თემატური ღონისძიება გაიმართა, კლასები სხვადასხვა ტკბილი მისალოცი წარწერებითა და მოსწავლეების ნახატებით აჭრელდა. გარდა ამისა, მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„პატარები ულოცავენ დედებს მათ დღეს და უსურვებენ ბედნიერ დედობას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203