ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლაშა კაპანაძე და ნათელა გელაშვილი ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
25-03-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან. 

მოსწავლეები - ლაშა კაპანაძე და ნათელა გელაშვილი საქართველოს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირის კონკურსში „თანამედროვე გალაკტიონი“ მონაწილეობდნენ. სოფელ ჭვიშში გალაკტიონ ტაბიძის სახლმუზეუმში მონაწილეთა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნულ მონაწილეთა შორის იყვნენ ლაშა კაპანაძე და ნათელა გელაშვილიც, რომლებმაც კონკურსზე წარადგინეს მხატვრული მოთხრობა სახელწოდებით - „დაიბადა გალაკტიონი“ (ლაშა კაპანაძე) და ესე - „თანამედროვე გალაკტიონი“ (ნათელა გელაშვილი).

ღონისძიების ორგანიზატორებმა ლაშა კაპანაძე, ნათელა გელაშვილი და მათი ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მზია ფეიქრიშვილი კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის, სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. 

ჭვინთის საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი მათ ამ ღირშესანიშნავ დღეს ულოცავს და ულევ წარმატებას უსურვებს.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორებს და ხელმძღვანელებს, დაგეგმილი ღონისძიებისთვის, სადაც წარმოჩინდნენ ნიჭიერი მოსწავლეები და მათი პედაგოგები“,- აღნიშნა მზია ფეიქრიშვილმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა.

„ასეთი ღონისძიებები წარმოაჩენს ნიჭიერი ბავშვების შესაძლებლობებს, რაც მამოტივირებელია მათი სამომავლოდ უფრო მეტად სწავლისა და შრომისათვის“,- ამბობს ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გაგნიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203