მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მასშტაბურ კამპანიას მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდნენ
25-03-2024

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად, სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მასშტაბურ კამპანიას სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ მრავალფეროვანი აქტივობებით - „მზის შვილები“, „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, „ჩვენთან და არა ჩვენთვის“, „დავამსხვრიოთ სტერეოტიპები“. 

მოსწავლეები მსოფლიო კამპანიის წლევანდელი სლოგანის  - „დავამსხვრიოთ სტერეოტიპები“ გარშემო გაერთიანდნენ და აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203