დამალის საჯარო სკოლაში ცნობილი სომეხი მწერლის - ჰოვანეს თუმანიანის ხსოვნას ღონისძიება მიეძღვნა
25-03-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში, ცნობილი სომეხი მწერლის - ჰოვანეს თუმანიანის გარდაცვალებიდან 155 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებას მშობლიური ენის მასწავლებელი ნინა სირაკანიანი ხელმძღვანელობდა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა მწერლის შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც შემდგომ კლასში გააჟღერეს.

აქტივობებში ისინი დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები, აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

​იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203