
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, IX კლასში ისტორიის მასწავლებლის - ლელა ხარებავას ხელმძღვანელობით მოეწყო „ოკუპაციის კვირეული“.
კვირეული მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა. მოსწავლეებმა გაიხსენეს ოკუპაციის დროს სამშობლოს თავისუფლებას შეწირული გმირი ქართველები, პატივი მიაგეს ქართველი მეჭურჭლეთუხუცესის - ექვთიმე თაყაიშვილისა და ემიგრაციაში მცხოვრები სხვა გულანთებული მამულიშვილების ხსოვნას. კვირეული დასრულდა ფილმის - „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ ჩვენებით.
იხილეთ ფოტოები: