მელაურის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს კლასის საათი დაეთმო
25-03-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

მელაურის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს კლასის საათი დაეთმო.

კლასის საათი ლოზუნგით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ 21 მარტს, მე-3 კლასში ნინო ჭანტურიას ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე. ამოატივტივეს ორი საკითხი, რაც განახორციელეს აქტივობის სახით - „განსხვავებულობა“ და „მსგავსება“ - „ჩვენ ერთნაირები ვართ“.

ასევე უყურეს თემატურ ვიდეორგოლს. მოსწავლეები აქტივობებში დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203