
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი აქტივობა - „სანთლის შუქზე შექმენი ზღაპრული სამყარო“, მოეწყო.
საინტერესო აქტივობით, მე-6ბ კლასის მოსწავლეები „დედამიწის საათს“ გამოეხმაურნენ.
ბავშვებმა თავიანთი საყვარელი ნაწარმოებიდან წაიკითხეს ის ადგილები, რომლებიც მოსწონთ და ემოციას იწვევს მათში. ისინი გაეცნენ საერთაშორისო გარემოსდაცვით ინიციატივას, მის არსსა და დანიშნულებას.
„მთელი საღამო გავატარეთ სანთლის შუქზე და მივხვდით, როგორი სიმშვიდე მოგვიტანა თითოეულს. მართლაც ლამაზ და ზღაპრულ სამყაროში ვიმოგზაურეთ“ - ასე აფასებენ სკოლაში აქტივობას, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მოსწავლეებში.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას მასწავლებელი ნესტანი ღამბაშიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: