ხოფურის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შემეცნებითი აქტივობები მიეძღვნა
25-03-2024
ლაშა ქურასბედიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

თემასთან დაკავშირებით, სხვადასხვა აქტივობა გაიმართა, მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, ნამუშევრები შექმნეს, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მთავარი გზავნილიც გაჟღერდა - ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. საქართველოში 2006 წლის 21 მარტს, პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203