ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები „დედამიწის საათს“ შეუერთდნენ
25-03-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები კი სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს ყოველთვის საინტერესოდ აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით დღეს „დედამიწის საათს“ შეუერთდნენ. ამასთან დაკავშირებით, მათ თემატური აქტივობა ოჯახის წევრებთან ერთად ჩაატარეს. მათ 20:30-საათიდან 21:30 საათამდე, შუქი გაითიშეს და ამ ერთი საათის განმავლობაში დრო უშუქოდ გაატარეს.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ. ისინი ენერგო და ბუნებრივი რესურსების დაზოგვისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ.