„ნაერთთა კლასები“- თბილისის N54 სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს გასვლითი გაკვეთილი უნივერსიტეტში ჩაუტარდათ
25-03-2024
სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, წარმატებულ მომავალსა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

ამ მიზნით კი არაერთი, მათ შორის, გასვლითი აქტივობა იმართება. ამჯერად, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს გასვლითი გაკვეთილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ქიმიურ ლაბორატორიაში ჩაუტარდათ. 

ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. მოსწავლეები ექსპერიმენტების ჩატარების პროცესში ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

აღსანიშნავია, რომ გასვლითი გაკვეთილის თემა „ნაერთთა კლასები“ იყო.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203