დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში
26-03-2024

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

20 მარტს, სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“.

სკოლის უმცროსკლასელთა გუნდმა - „ლაშარმა“ ისტორიის მასწავლებლის - ვალერი ჩიტაურის ხელმძღვანელობით მოიპოვა წარმატება და გადავიდა ნახევარფინალში.

სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს გუნდს გამარჯვებას, მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის და წარმატებას უსურვებს კონკურსის შემდეგ ეტაპზე.

„ასევე დიდი მადლობა ამავე გუნდის გულშემატკრივების გუნდს და მათ ხელმძღვანელს ნათია დავითაშვილს კონკურსზე ბრწყინვალედ შესრულებული გალობისთვის“,- დასძენენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203