ჩხორიის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა
25-03-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი „ნიკე“ აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები სხვადასხვა აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, კლუბის წევრების ინიციატივით, რომელთა ხელმძღვანელი მაია არახამია გახლავთ, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მოსწავლეები სლოგანის - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ , „მზის შვილებო , ჩვენ თქვენთან ვართ!...“ გაერთიანდნენ.

„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან დღეს მათი დღეა, უწყინარი, უბოროტო და უსაყვარლესო ადამიანები ისინი ამ სამყაროში ანგელოზები არიან. მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან, თუმცა, ითვლიან სითბოს, სიყვარულსა და სიკეთეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა თემატური პლაკატები შექმნეს და ამ დღის სიმბოლო, ჭრელი წინდები მოირგეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

21 მარ­ტი შემ­თხ­ვე­ვით არ არის შერ­ჩე­უ­ლი. და­უ­ნის სინ­დ­რო­მი ეწო­და მდგო­მა­რე­ო­ბას, რომ­ლის დრო­საც, 46 ქრო­მო­სო­მის ნაც­ვ­ლად, გვხვდე­ბა 47 ქრო­მო­სო­მა 21-ე წყვილ­ში, რა­საც 21-ე წყვი­ლის ტრი­სო­მია ეწო­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, რიცხ­ვი - 21 - შერ­ჩე­უ­ლია 21-ე ქრო­მო­სო­მის, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მე-3 თვე ტრისომიული მოვლენის სიმბოლოდ. არც ჭრე­ლი წინ­დე­ბია და­უ­ნის სინ­დ­რო­მის შემ­თხ­ვე­ვი­თი სიმ­ბო­ლო წინ­და ქრო­მო­სო­მის ფორ­მას მოგ­ვა­გო­ნებს. მთელ მსოფლიოში სიმბოლურად ადამიანები ზოლიან წინდებს იცვამენ. ამ აქციით მსოფლიო გამოხატავს სოლიდარობას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მიმართ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203