
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნების კითხვის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ. სწორედ ამიტომ, სკოლის სხვადასხვა კლასში, სადამრიგებლო კუთხით აქტიურად ტარდება წაკითხული წიგნების ანალიზი.
ამჯერად, მე-7 კლასში მოსწავლეებმა წაკითხული წიგნების შესახებ, Powerpoint-ის გამოყენებით საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს.
მოსწავლეებმა მათ შესახებ საინტერესოდ იმსჯელეს, მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„წაკითხული წიგნის განხილვა - დროთა განმავლობაში უფრო დახვეწილი და ორგანიზებული ხდება, დღევანდელმა შეხვედრამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. თუნდაც ერთ ბავშვს თუ გაუღვივებ წიგნის მიმართ ინტერესს, ეს უკვე ბედნიერებაა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა იმსჯელეს შემდეგი წიგნების შესახებ: მარკ ტვენი- „ჰელკბერ ფინი“, შარლოტა ბრონტე- „ჯეან ეარი“, ქეთრინ პატერსონი- „ხიდი ტერაბიტიაში“, ერიხ მარია რემარკი- „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, ჟიულ ვერნი- „საიდუმლო კუნძული“, ნათია ჯაგოდნიშვილი-„შეცდომა“, თინათინ ბერიძე - „მოპარული სიყვარული“.
„დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, რამდენი რამე ვისწავლე თქვენგან“, -ასე აფასებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების შრომას დამრიგებელი ირმა რიონიძე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: