ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას შეუერთდნენ
25-03-2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. 

სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ. გაიმართა აქტივობა სლოგანით -  „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ და მოეწყო შემეცნებითი საუბარი.

პედაგოგები მოსწავლეებს დაუნის სინდრომის შესახებ ესაუბრნენ და მათთან ერთად სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს. მოსწავლეებმა ასევე საინფორმაციო პლაკატები დაამზადეს და სიმბოლურად ჭრელი წინდების კამპანიაში ჩაერთნენ. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203